რა ბედი ელის ჯიჯიოს?

image
ჯანლუიჯი დონარუმას მილანში დარჩენა სურს, თუმცა მისი აგენტის მოთხოვნები ძალიან მაღალია. ჩემპიონთა ლიგის საგზურის დაკარგვა გუნდს ფინანსებში შეზღუდავს და მინო რაიოლას დაკმაყოფილება ევროპა ლიგაზე ასპარეზობით გამოწვეული ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით რთული იქნება.

პარალელურად, უკვე ვიცით, რომ ტურინის იუვენტუსი მზადაა მის წასაყვანად, მაგრამ კონკრეტული შეთავაზებით ჯერ არ მიუმართავთ, რადგან იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე ჯიჯიოს ახალ კონტრაქტზე საუბარი არ სურს.

ანტონიო დი ჯენარო, ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი:
"8 მილიონი შესაბამისი თანხაა. მილანი აღარ აპირებს მომატებას და თუ დონარუმა მეტს მოითხოვს, შეუძლია წავიდეს, მაგრამ რადგან ადასტურებს, რომ დარჩენა სურს, ჩემი აზრით, ის ამ შეთავაზებას აუცილებლად უნდა დათანხმდეს."

ჩვენი პარტნიორია: Lider-Bet.Com

скачать dle 11.3
  • ნახვები: 279/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook