ოთხი თამაში - ოთხი მშრალი კარი!

image
26 აპრილს, ჩირო იმობილეს მიერ 87-ე წუთზე გატანილი გოლი უკანასკნელია, რომელიც მილანმა ამ წელს გაუშვა.

მას შემდეგ გუნდმა 4 შეხვედრა გამართა და ჯიჯიო დონარუმამ ყველა მათგანში კარის მშრალად შენახვა მოახერხა:

2:0 vs ბენევენტო
3:0 vs იუვენტუსი
7:0 vs ტორინო
0:0 vs კალიარი

2018 წლის მარტის შემდეგ მილანმა იტალიის ჩემპიონატში პირველად შეინახა კარი მშრალად ზედიზედ 4 დაპირისპირებაში!

ხსენებულ 4 შეხვედრაში ჯიჯიო დონარუმამ ჯამურად 12 ანუ საშუალოდ ერთ მატჩში 3 სეივი შეასრულა!

მშრალად შენახული თამაშების მაჩვენებლით, იტალიელი მეკარე სერია ა-ში მეორე ადგილზეა - 13. პირველ პოზიციას სამირ ჰანდანოვიჩი იკავებს - 14.

რაც შეეხება დაცვის ხაზს, ბენევენტოსთან დაპირისპირებაში ტეო-რომანიოლი-ტომორი-დალოტის ოთხეული ვიხილეთ, დანარჩენ სამ შეხვედრაში კი მეკარეს ტეო-კიაერი-ტომორი-კალაბრია ეხმარებოდნენ.

ჩვენი პარტნიორია: Lider-Bet.Com

скачать dle 11.3
  • ნახვები: 399/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook