ვის აჯობებს ტეო? სტატისტიკა ბრიტანული საიტიდან..

image
ტეო ერნანდესის ევროპის ჩემპიონატიდან "მოკვეთას" დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პოპულარული საერთაშორისო სპორტული გამოცემა The Athletic ამ ფაქტს სპეციალური სტატისტიკური სტატიით გამოეხმაურა, სადაც მილანის ფრანგი განაპირა მცველის მონაცემები შედარებულია პრემიერ ლიგის განაპირა მცველებთან.

შედარება სამ ნაწილად იყოფა - დაცვა, შეტევა და ბურთის ფლობა. სტატისტიკურ ინფომაციაზე დაყრდნობით და ასევე საკუთარი შეხედულების გამოყენებით, გამოცემა პროცენტულად გვიჩვენებს იმას, თუ პრემიერ ლიგაში მოასპარეზე განაპირა მცველების (იგულისხმება ორივე ფლანგი) რამდენ პროცენტს ჯობია ტეო ამა თუ იმ მონაცემში.

დაცვის კომპონენტები:
1. საჰაერო ორთაბრძოლების მოგება - ტეო უკეთესია, ვიდრე პრემიერ ლიგის მცველების 61%.
2. ბურთის დაბრუნება, ართმევა და ჩაჭრა - უკეთესია, ვიდრე მცველების 51%.
3. გავლენა დაცვის ხაზზე - უკეთესია, ვიდრე მცველების 47%.
4. მოწინააღმდეგეთა შეტევის/კონტრშეტევის ჩაშლა - უკეთესია, ვიდრე მცველების 40%.

შეტევის კომპონენტები:
1. დარტყმის მომენტის შექმნის უნარი - უკეთესია, ვიდრე მცველების 99%.
2. დარტყმის სიძლიერე - უკეთესია, ვიდრე მცველების 97%.
3. მეტოქის საჯარიმოში მიღებული ბურთის რაოდენობა - უკეთესია, ვიდრე მცველების 97%.

ბურთის ფლობა:
1. დრიბლინგი - უკეთესია, ვიდრე მცველების 99%.
2. სივრცეების გათავისუფლების უნარი - უკეთესია, ვიდრე მცველების 57%.
3. ბურთის მიღება და დამუშავება - უკეთესია, ვიდრე მცველების 44%.
4. გადაცემების შესრულების უნარი - უკეთესია, ვიდრე მცველების 13%.

ჩვენი პარტნიორია: Lider-Bet.Com

скачать dle 11.3
  • ნახვები: 369/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook