სიმონ კიაერი ატალანტასთან მატჩის შემდგომ

image
სიმონ კიაერი ატალანტასთან მატჩის შემდგომ:

"როდესაც მოვედი, მინდოდა გუნდს მოედანსა და მის მიღმა საკუთარი გამოცდილებით დავხმარებოდი. პირველი მილანური ინტერვიუს დროს ვაღიარე, რომ აქ თამაში ჩემი ოცნება იყო და მსურდა რაც შეიძლება დიდი ხნით დავრჩენილიყავი. მეც და ჩემი თითოეული თანაგუნდელი, მწვრთნელები და მთლიანი პერსონალი ყველაფერს ვაკეთებდით ამ დღისათვის. ჩვენ, ყველას, ერთად მეორე ოცნებაც გვქონდა - დაგვებრუნებინა მსოფლიოს საუკეთესო გულშემატკივარი საუკეთესო საკლუბო ჩემპიონატზე.

ის, რაც დღეს მილანელოზე კურვა სუდმა მოაწყო, საოცარია! 15-წლიანი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში არასდროს ვყოფილვარ ასეთი ემოციური. ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება. ისინი საუკეთესო შედეგს იმსახურებდნენ და მიხარია, რომ მათთვის გავიმარჯვეთ."

სიმონ კიაერი ამ სეზონის იტალიის ჩემპიონატში:
მატჩი - 28
ასისტი - 2
მშრალი კარი - 11

ჩვენი პარტნიორია: Lider-Bet.Com

скачать dle 11.3
  • ნახვები: 392/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook