მაიკ მენიოს პირველი მილანური ინტერვიუ

image
"ბედნიერი ვარ მილანში ყოფნით. რა ვიცი მათ შესახებ? ბავშვობაში როსონერის გულშემატკივარი ვიყავი. ეს დიდებული გუნდია, სადაც ბევრი გამორჩეული ლეგენდა თამაშობდა. იტალიის ჩემპიონატი ტაქტიკურად განსხვავებულ დონეზეა და ვფიქრობ, აქ თამაში გაზრდაში დამეხმარება.

იტალიური არ ვიცი, მხოლოდ რამდენიმე სიტყვის თქმა შემიძლია, რომელიც ბოლო ორი დღის განმავლობაში რაბიომ მასწავლა. ახლა მხოლოდ საფრანგეთის ნაკრებზე ვფიქრობ. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ აუცილებლად ვისწავლი იტალიურ ენას.

სასიამოვნოა, რომ კვლავ ვითამაშებ ლეაოსთან და ზლატანთან. ორივე შესანიშნავი ფეხბურთელი და ადამიანია. ადაპტაცია არ გამიჭირდება.

მალდინი? ის განსაკუთრებულია! ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ. დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ შეგიძლია გითხრათ, რომ მილანის პროექტი ძალიან ამბიციურია და მიხარია, რომ მისი ნაწილი ვიქნები.

მეტსახელი? "ჯადოსნური არწივი" - მეგობრებმა შემარქვეს, რადგან ამბობენ, რომ ძალიან ვგავარ ფრინველთა მეფეს.

"16" ჩემი პირველი ნომერია კარიერაში და ამის გამო ავირჩიე აქაც. მომწონს თუ როგორ ჟღერს ფრანგულად "MM16".

ვერ ვითმენ, ძალიან მინდა სან სიროზე მილანის ტიფოზების თანდასწრებით ვითამაშო. ვესალმები გულშემატკივარს, მალე შევხვდებით!"

ჩვენი პარტნიორია: Lider-Bet.Com

скачать dle 11.3
  • ნახვები: 376/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook