არიგო საკი ჯიჯიო დონარუმას აკრიტიკებს

image
არიგო საკი:

"მწუხარებას ვერ ვმალავ. მისი საქციელი სამწუხაროა. ის კმაყოფილი უნდა ყოფილიყო მილანით ანუ კლუბით, რომელმაც ის აღზარდა და დააფასა. ის აუცილებლად უნდა დარჩენილიყო. ცხოვრებაში მნიშვნელოვანია მადლიერების გამოხატვა მათ მიმართ, ვინც შენზე ზრუნავს, გაფასებს და მნიშვნელოვან კარიერულ შესაძლებლობებს გაძლევს. მილანმა მას დიდი კონტრაქტი შესთავაზა და საინტერესოა ჯანლუიჯი თუ ეკითხება საკუთარ თავს, რატომ არ დავთანმხდი? რატომ გავირთულე ცხოვრება?

მას ჰქონდა მაგალითები. ის იცნობდა ანდრეი შევჩენკოს, რომელმაც მილანი ფულის გამო დატოვა და დამარცხდა. მას ჰქონდა რიკარდო კაკას მაგალითი, რომლის ტრანსფერშიც იყო ფინანსური სარგებელი და ისიც დამარცხდა. დონარუმას ორი მაგალითი ჰქონდა, ორი წარუმატებელი ისტორია.

როდესაც ფული გამო საყვარელ გუნდს ტოვებ, ძალიან დიდი რისკია. სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები ასე რატომ უნდა მოიქცე. მე რომ მის ადგილას ვყოფილიყავი, ბედნიერებას ავირჩევდი და არა ბევრ ფულს საფულეში, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, სადაც არ უნდა იყოს, წარმატებას ვუსურვებ!"

ჩვენი პარტნიორია: Lider-Bet.Com

скачать dle 11.3
  • ნახვები: 391/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook