შევას ინტერვიუ ევროპის ჩემპიონატის წინ

image
ანდრეი შევჩენკოს ინტერვიუ ევროპის ჩემპიონატის წინ, სადაც ის იტალიის ნაკრებზე და მილანზეც საუბრობს:

ევროპის ჩემპიონატი:
"ჩვენი საუკეთესო თამაშის გამოსავლენად ვემზადებით. მოხარული ვიქნები, თუ იტალიის ნაკრებს ავცდებით, რადგან მათ დიდებული მწვრთნელი ჰყავთ, რომელიც ნაკრებს კარგ ფეხბურთს ათამაშებს. მათ ყველაფერი აქვთ იმისთვის, რომ ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ."

რჩევა სერია ა-ს კლუბებს:
"რომელ ფეხბურთელს გავუწევდი რეკომენდაციას იტალიის ჩემპიონატისთვის? მიკოლენკოს. მას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ვფიქრობ, იტალიაში სათამაშოდ უკვე მზადაა."

მილანის გაწვრთნა:
"ამ მომენტში სრულიად ეროვნულ ნაკრებზე ვარ კონცენტრირებული. ვნახოთ. მილანი ყოველთვის ჩემს გულში დარჩება, იტალია კი ჩემი მეორე სახლია. სიამოვნებით გავხდებოდი როსონერის მწვრთნელი, თუმცა ამჟამად ეს პოსტი პიოლის უკავია, რომელიც უბრალოდ შესანიშნავია."

დონარუმას წასვლა:
"ყველას აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს, თუ როგორ სურს განავითაროს საკუთარი მომავალი. ის ახალგაზრდა ტალანტია, რომელიც კვლავ იზრდება. მან უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მისი კარიერისთვის საუკეთესო იქნება. მას შეეძლო ეთამაშა "მილანში", მოეგო სკუდეტო და მონაწილეობა მიეღო ჩემპიონთა ლიგის თამაშებშიც, მაგრამ მან საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა."

იბრას ეფექტი:
"ის ახლა ნამდვილი ლიდერია, ის ვინც გასახდელს სრულიად აკონტროლებს. მე თვალს ვადევნებდი გასულ სეზონს, ის უბრალოდ შესანიშნავი იყო და ძალიან ბევრი გოლის გატანაც შეძლო. მან იცის, თუ როგორ დაეხმაროს ახალგაზრდა მოთამაშეებს განვითარებაში, ის ყველასთვის მისაბაძი მაგალითია."

ჩვენი პარტნიორია: Lider-Bet.Com

скачать dle 11.3
  • ნახვები: 857/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook