რალფი რომ მოსულიყო..

image
პაოლო მალდინი:

"კარგად მახსოვს, აქ, კასა მილანში, როგორ ვუთხარი ბობანსა და გაზიდისს, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი, სათქმელი არაფერი მქონდა. ვაპირებდი საჯაროდ დამეფიქსირებინა საკუთარი აზრი, თანადგომა გამომეცხადებინა მოქმედი მწვრთნელისა(პიოლი) და მოთამაშეების მიმართ და თუ რალფ რანგნიკთან შეთანხმება გაოფიციალურდებოდა, სეზონის ბოლოს მილანს დავტოვებდი, თუმცა შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, მე აქ ვარ და ეს მიხარია.

ბობანთან პრობლემები არ მაქვს, ის ჩემი მეგობარია. ჩვენ ყოველთვის ღიად ვსაუბრობთ როგორც კომპლიმენტებზე, ისე შენიშვნებზე. ის ჩემზე გაცილებით უკეთესია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ყველაფერში დავეთანხმები. მასთან ახლაც ხშირად მაქვს კომუნიკაცია. ის უფრო შემტევ ფეხბურთელებზე აკეთებდა აქცენტს, მე მეტად კონცენტრირებული ვარ დაცვაზე.

მიყვარს ჩემი საქმიანობა, დიდ სიამოვნებას მანიჭებს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე დაკვირვება, მათთან მოლაპარაკება, აქ მოყვანა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს კლუბში მათი კარგი თამაში. ხშირად მშობლები მთხოვენ, რომ გავუფრთხილდე მათ შვილებს, მე კი ვუზუსტებ, რომ მილანში გადმოსვლის შემდეგ ისინი ჩემი შვილებიც ხდებიან."

ჩვენი პარტნიორია: Lider-Bet.Com

скачать dle 11.3
  • ნახვები: 249/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook