პირველი ტრანსფერი ზაფხულისთვის?!

image
როგორც იტალიური პრესა იტყობინება, "მილანისთვის" გამონაკლისი არ იქნება მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა და გუნდი კვლავ ეცდება გაძლიერებასა და პრობლემური პოზიციების შევსებას.

სეზონის ბოლოს, "როსონერის" რიგებს დიეგო დალოტი დატოვებს, რომელიც გუნდში იჯარის წესით ირიცხება. პორტუგალიელის შეცვლის მთავარ კანდიდატად კი "ნაპოლის" განაპირა მცველი, ელსიდ ჰისაი მოიაზრება.

27 წლის ალბანელს დაცვის ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია და გარდა ამისა "ნაპოლისთან" კონტრაქტის ვადა სეზონის ბოლოს ეწურება, "მილანის" ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე კი, გუნდისთვის მისი თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატება იდეალური ვარიანტია.

ჩვენი პარტნიორია: Lider-Bet.Com

скачать dle 11.3
  • ნახვები: 171/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook