მილანი და BMW პარტნიორები გახდნენ!

image
"ინოვაციურობა, სტაბილურობა, სტილი და ზრუნვა მომავალ თაობაზე!" - ასეთი სათაურით გვამცნო მილანის ოფიციალურმა საიტმა გერმანულ გიგანტთან მრავალწლიანი თანამშრომლობის დაწყება.

BMW Italia როსონერის სატრანსპორტო და პრემიურ პარტნიორი გახდა. რა იგულისხმება ამ წინადადებაში, ჯერ საჯაროდ არ დაკონკრეტებულა, თუმცა ზოგადი შეფასებით, ეს იქნება თანამშრომლობა საკუთარ სფეროში ორი ძალიან წარმატებული ბრენდისა, რომლებსაც ცნობადობის კუთხით სურთ გაცდნენ კონკრეტული სპორტული მიმართულების საზღვარს და ერთმანეთს ახალი სეგმენტების ათვისებაში დაეხმარებიან.

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საწყის ეტაპზე საუბარია 2-წლიან პარტნიორობაზე, რომლის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, BMW Italia სრულად უზრუნველყოფს კლუბის ტრანსპორტირებას. გარდა ამისა, ფეხბურთელები, სამწვრთნელო და ტექნიკური შტაბი და ტოპ მენეჯმენტი გერმანული კომპანიისგან მათთვის საყვარელ მოდელებს მიიღებენ საჩუქრად.

ფრანკო ბარეზი, მილანის ვიცე პრეზიდენტი:
"მივესალმებით შავ-წითელ ოჯახში ჩვენს ახალ პრემიურ პარტნიორს, გერმანულ გიგანტს. BMW, როგორც მილანი, ბრწყინვალებისა და ამბიციურობის სიმბოლოა. ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს - გავაძლიეროთ ბრენდების ცნობადობა ერთმანეთის დახმარებით."

მასიმილიანო დი სილვესტრი, BMW Italia-ს პრეზიდენტი:
"მილანი ჩვენთვის ყოველთვის წამყვანი და ქვეყნის ყველაზე საინტერესო ქალაქი იყო და დღესაც ასეა. ეს არის საზოგადოება, რომელსაც მრავალმხრივი სპორტული და კულტური ინტერესი აქვს და დღეს ბედნიერი ვარ, რადგან თანამშრომლობას ვიწყებთ საუკეთესოსთან, რაც ქალაქს სპორტის მიმართულებით გააჩნია. მილანი და BMW - ეს ორი ლეგენდარული ბრენდია, მსოფლიო მემკვიდრეობა, რომელთა პარტნიორობა სპორტის მოყვარულებს ბევრ სიურპრიზს პირდება."

ჩვენი პარტნიორია: Lider-Bet.Com

скачать dle 11.3
  • ნახვები: 129/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook