ვინ რჩება და ვინ მიდის?

image
მანუელე ბაიოჩინი(სქაი სპორტი):

"ჰაკანისა და დონარუმას კონტრაქტები ყველაზე რთულია, რადგან დიდია სხვაობა აგენტების სურვილსა და კლუბის შეთავაზებას შორის.

მილანი მარიო მანჯუკიჩით უკმაყოფილოა. მენეჯმენტს უკეთესის იმედი ჰქონდა. სეზონის ბოლოს ხორვატი გუნდს დატოვებს.

ამ ეტაპზე ერთადერთი ფეხბურთელი, რომლის გამოსყიდვა გადაწყვეტილია, ფიკაიო ტომორია.

ფრანკ კესისა და დავიდე კალაბრიას კონტრაქტების გახანგრძლივებაზე მუშაობა გრძელდება. გუნდი ოპტიმისტურადაა განწყობილი.

ალესიო რომანიოლის კონტრაქტზე გუნდი არ ჩქარობს. ელოდებიან ზაფხულს, რათა შეაფასონ სატრანსფერო შეთავაზებები კაპიტნის შესახებ.

დიეგო დალოტი გუნდს აუცილებლად დატოვებს. მილანის აზრით, მანჩესტერი მასში ზედმეტად ბევრს ითხოვს. ბრაჰიმისა და მეიტეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის."

ჩვენი პარტნიორია: Lider-Bet.Com

скачать dle 11.3
  • ნახვები: 221/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook