ყველაზე სწრაფები და მილანელები

image
სქაი სპორტის მონაცემებით, იტალიის ჩემპიონატის ყველაზე სწრაფ ფეხბურთელებს შორის ორი მილანელი მოხვდა - სანდრო ტონალი და ტეო ერნანდესი.

პოპულარულმა გამოცემამ მიმდინარე სეზონის 20 ტოპ სიჩქარე გამოავლინა. საუბარია ერთ კონკრეტულ მომენტში დაფიქსირებულ აჩქარებაზე.

სანდრო ტონალიმ რეიტინგში მეოთხე პოზიცია დაიკავა - 35,26 კმ/სთ vs ფიორენტინა.

ტეო ერნანდესი ერთადერთია, ვინც ტოპ 20-ში ორჯერ მოხვდა:

მეცხრე ადგილი - 35,09 კმ/სთ vs კროტონე.
მეცხრამეტე ადგილი - 34,75 კმ/სთ vs სპეცია.

ჩემპიონატის ტოპ სამეული ასეთია:
1. რიკარდო საპონარა(სპეცია), რომელმაც საუკეთესო სისწრაფე სწორედ მილანის წინააღმდეგ დააფიქსირა - 36,04 კმ/სთ.
2. მარტინ ერლიჩი(სპეცია) - 35,85 კმ/სთ vs კროტონე. შრგახსენებთ, რომ მილანი მისით ინტერესდება.
3. ლორენცო დე სილვესტრი(ბოლონია) - 35,26 კმ/სთ vs უდინეზე.

ჩვენი პარტნიორია: Lider-Bet.Com

скачать dle 11.3
  • ნახვები: 128/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook