ვინ იქნება იბრას დამხმარე?

image
ზლატანს დამხმარე სჭირდება! ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას La Gazzetta dello Sport და განიხილავს სამ პოტენციურ კანდიდატს - ანტე, ლეაო და მარიო, რომელთა ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სეზონის გადამწყვეტ ფაზაში, რომელიც ხვალ იწყება და 5 დაპირისპირებას მოიცავს.

ანტე რებიჩი - ტრიოდან ყველაზე დიდი იმედი ხორვატ ვინგერზე მყარდება, რომელსაც მიმდინარე იტალიის ჩემპიონატის 23 მატჩში 7 გოლი და 6 ასისტი აქვს. სტატისტიკა შთამბეჭდავი არ არის, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ სეზონში ის ჯერ დისკვალიფიკაციამ, შემდეგ ტრავმამ, მერე კი კოვიდმა და ახალმა ტრავმამ დატანჯა, შედეგი დამაკმაყოფილებელია.
განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ იტალიის ჩემპიონატში გატანილი 17 მილანური გოლიდან 16 მეორე წრეზე მოდის, რაც დამატებით იმედებს აჩენს. წინა სეზონის მეორე წრეშიც 11 გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

რაფაელ ლეაო - სტეფანო პიოლისთვის პორტუგალიელი ვინგერის ეფექტური თამაშიც ძალიან მნიშვნელოვანია. რაფამ სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო და საწყის 4 მატჩში 2 გოლი და 3 ასისტიც ჰქონდა, თუმცა შემდეგ ფორმა დაკარგა და დღეს მის ანგარიშზე სერია ას 26 მატჩი, 6 გოლი და 5 ასისტია. უკანასკნელ 13 თამაშში მხოლოდ 1 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული 13 შეხვედრიდან 7-ში ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა.

მარიო მანჯუკიჩი - ხორვატი ზლატანის ერთადერთი პირდაპირი შემცვლელია, თუმცა მეორე წრეში მან მხოლოდ 7 დაპირისპირებაში მოახერხა მოედანზე გამოსვლა და ჯამში 183 წუთი ითამაშა, რაც ძალიან ცოტაა. როგორც რამდენიმე დღის წინ დაიწერა, მილანი დარწმუნებული არ არის მის შესაძლო დატოვებაში და მომავალი 5 მატჩი მისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა გუნდი დაარწმუნოს.

როცა ზლატანი(ცენტრში) და რებიჩი(მარცხნივ) ერთად იწყებენ სასტარტო შემადგენლობიდან:
თამაში - 7
მოგება - 6
გოლები - 9, მათ შორის იბრა 4 და ანტე 5
ასისტები - 2, მათ შორის იბრა 1 და ანტე 1

როცა ზლატანი(ცენტრში) და ლეაო(მარცხნივ) ერთად იწყებენ სასტარტო შემადგენლობიდან:
თამაში - 6
მოგება - 3
გოლები - 6, ყველა იბრა
ასისტები - 4, მათ შორის იბრა 1 და ლეაო 3

ჩვენი პარტნიორია: Lider-Bet.Com

скачать dle 11.3
  • ნახვები: 81/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook