ზლატანის პირველი ინტერვიუ ახალი კონტრაქტის შემდეგ

image
ზლატან იბრაჰიმოვიჩის პირველი ინტერვიუ ახალი კონტრაქტის შემდეგ:

"მიზეზი, რის გამოც მილანში თავს სასიამოვნოდ ვგრძნობ, გულშემატკივარია. მილანური კარიერის პირველივე დღიდან მათთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ისინი მუდამ მაფასებდნენ და მეც ყოველთვის ვცდილობ მათთვის ბოლომდე დავიხარჯო და საკუთარი თავის მაქსიმალური შესაძლებლობები გამოვავლინო. ტიფოზების გარეშე თამაში იოლი არ არის. 80 ათასი ადამიანი გელოდება მოედანზე და შემდეგ შენს სახელს ყვირის - ეს განსაკუთრებული შეგრძნებაა.

როდესაც ლიდერი ხარ, შენ მაგალითი ხარ, შენ აკეთებ საკუთარ საქმეს და ისინი გაფასებენ, გბაძავენ. აქ ბევრი საუბარი არ არის საჭირო, ისინი უბრალოდ იმეორებენ შენს ქცევებს და ამბობენ - "თუ ის ამას აკეთებს და იგებს, ე.ი ეს მომგებიანია, მოდი ჩვენც მის გზას გავყვეთ!"

ფეხბურთში არაფერია შეუძლებელი. მთავარია გჯეროდეს. გასულ წელს ბევრი საუბრობდა მილანზე, ჩვენ კი მათ პასუხს მოედანზე ვცემდით. ჩვენ ვვარჯიშობდით, ვმუშაობდით საკუთარ თავზე, მსხვერპლად ვაქცევდით საკუთარ დროს, მაგრამ საბოლოოდ მოედანზე ვამტკიცებდით სიძლიერეს და თამაშებს ვიგებდით. როცა რაიმეს იგებ, მშიერი ხდები, გსურს, რომ კიდევ უფრო მეტი მოიგო, სწორედ ეს არის წარმატების საიდუმლო. მთავარია პირველად გაიმარჯვო, შემდეგ შიმშილი დაუსრულებლად გრძელდება.

სტეფანო პიოლისთან მუშაობა ძალიან მარტივია. გუნდში საუკეთესო გარემოა. ჩვენ ყოველდღე ვსაუბრობთ როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. თუ გსურთ დავასახელო მილანის ბოლოდროინდელი წარმატების საიდუმლო, ეს პირველ რიგში გუნდში არსებული ატმოსფეროა. ეს მუდამ ასე იყო და დღესაც ასეა."

ჩვენი პარტნიორია: Lider-Bet.Com

скачать dle 11.3
  • ნახვები: 52/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook