ექს მილანისტას ვაჟი მილანში?

image
როსონერის სკაუტების ბოსის, ჯოფრი მონკადას რეკომენდაციით, პაოლო მალდინი ყოფილი მილანელის, დარიო სიმიჩის შვილის, როკო სიმიჩის კანდიდატურას განიხილავს.

მილანში დაბადებული, 1.90 მეტრი სიმაღლის, 17 წლის ხორვატი ფეხბურთელი პოზიციით ცენტრალური თავდამსხმელია და ამჟამად მშობლიური ქვეყნის უმაღლესი დივიზონის გუნდ ლოკომოტივას რიგებში თამაშობს და 22 მატჩში 3 გოლის გატანაც შეძლო. სტატისტიკა კარგი არ არის, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ საშუალოდ მხოლოდ 42 წუთს თამაშობს. როკო ხორვატიის 17 წლამდელთა ნაკრების წევრიც არის.

მოთამაშით დაინტერესებულია გერმანული ლაიპციგიც, მაგრამ მამის, დარიო სიმიჩის ფაქტორი მილანს უპირატესობას აძლევს..

ჩვენი პარტნიორია: Lider-Bet.Com

скачать dle 11.3
  • ნახვები: 75/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook