ინძაგიმ "მილანის" შესახებ ისაუბრა

image
"მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა და მთავარმა მწვრთნელმა, ფილიპო ინძაგიმ "Sky Sport"-თან ინტერვიუში "როსონერიში" არსებული სიტუაცია შეაფასა.

"დროება შეიცვალა და ჩვენ უნდა შევეგუოთ "მილანში" არსებულ ვითარებას. ცხადია, ეს არის ძალიან ცუდი და გულშემატკივრები ამით უკმაყოფილოები არიან. ისინი "როსონერის" გამარვჯებებს იყვნენ მიჩვეულები. ტიფოზების კარგად მესმის. თუმცა, იმედი მაქვს, რომ "შავ-წითლები" ძველ დიდებას დაიბრუნებენ".

"უცხოელი ინვესტორები? როდესაც "მილანზე" ვფიქრობ, რა თქმა უნდა, მას ბერლუსკონისთან ვაკავშირებ, "ინტერს" - მორატისთან".

"მინდა, "როსონერის" გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო, მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობ, ეს ძალიან მახარებს. მე მუდამ შავ-წითელი ფერების ერთგული დავრჩები",
- დაასრულა ინძაგიმ.скачать dle 11.3
  • ნახვები: 1 973/2
Skindori
Skindori 24 ივლისი 2016 15:07
Pipo super
kaka.22
kaka.22 24 ივლისი 2016 20:23
for evar.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook