ბერტოლაჩის ვრცელი ინტერვიუ

image
გთავაზობთ "მილანის" იტალიელი ნახევარმცველის, ანდრეა ბერტოლაჩის ვრცელ ინტერვიუს.

"ახალ სეზონში ყველაფრის თავიდან დაწყებას ვაპირებ. სადებიუტო სეზონში ბევრი პრობლემები შემექმნა და ეს ჩემი ხასიათიდან გამომდინარე მოხდა. პირველი სეზონისგან განსხვავებით, ახალ სეზონში უფრო გამბედავი ვიქნები.

თავს მრავალმხრივ ადამიანად მივიჩნევ, რომელიც მაგალითს აძლევს სხვებს და ამავდროულად ასევე სწავლობს სხვებისგან, ეს ყველაფერი კი მეხმარება გაზრდაში, როგორც პიროვნულად, ასევე ფეხბურთელად.

გასული სეზონის წარუმატებლობას ბევრმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. იყო პერიოდი, როდესაც ფორმაში შევდიოდი და საკუთარი თავი ვიპოვე, თუმცა სწორედ ამ დროს მივიღე ტრავმა და იქ დასრულდა ყველაფერი.

ნამდვილი ბერტოლაჩი? ნახევარმცველი რომელიც აკონტროლებს ცენტრს და ასევე ეხმარება გუნდს შეტევაში. "ჯენოაში" გატარებული სეზონი ამის ნათელი მაგალითია, მე გავიტანე 6 გოლი და გავკეთე 8 საგოლე გადაცემა.

გასულ სეზონში სტაბილურობა მაკლდა და ამის გამო დავკარგე ნდობა, მწვრთნელის, გულშემატკივრების და ა.შ. ბევრი ამბობს რომ მე სუსტი ვარ, თუმცა ფეხბურთელები "როსონერიში" შემთხვევით ვერ ხვდებიან.

"მილანიდან" წასვლაზე არასდროს მიფიქრია, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის აქედან წასვლას დამარცხებული არ ვაპირებ. ბოლომდე ვიბრძოლებ, რათა ყველას დავანახო რაც შემიძლია და საბოლოოდ ვეცდები გუნდში ადგილის დამკვიდრებას.

მონტელასგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. ფეხბურთისადმი მისი და ჩემი ხედვები აბსოლიტურ თანხვედრაშია. ჩემი და ისევე როგორც "მილანის" სხვა ფეხბურთელების მიზანი ევროტუნირებზე გასვლაა და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ",
-განაცხადა ბერტოლაჩიმ.
скачать dle 11.3
  • ნახვები: 1 838/2
M I L A N
M I L A N 25 ივლისი 2016 13:20
როგორც გავიგე ჰონდასთვის ათი ნომერი წაურთმევიათ და მართალი ??
Skindori
Skindori 25 ივლისი 2016 13:49
Netavi mase moxdes bertolachi, gunds eseni ar azliereben da isev sheni da shenistana domxalebis gamosworebis imedi unda mqondes
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook