დონარუმას ინტერვიუ "Milan TV"-სთან

image
"მილანის" ახალგაზრდა მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ კლუბის ოფიციალურ არხს ინტერვიუ მისცა.

"ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი აშშ-ში და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ყველაფრის ნახვა ვერ მოვასწარი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამის შანსი მომეცემა".

"გასული წელი? ჩემთვის არაფერი შეცვლილა - ვარჯიშს კვლავაც თავდაუზოგავად ვაგრძელებ და ვცდილობ, უფრო განვვითარდე'.

"პატარა ჯიჯი"? თანაგუნდელები კვლავ მეხუმრებიან, მაგრამ მათ თანადგომას ყოველთვის ვგრძნობ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას ამისათვის".

"ასაკი? ამას მნიშვნელობა არ აქვს. როგორც მეკარე, ვცდილობ მცველებს შენიშვნები მივცე, მე მუდმივად ვესაუბრები ჩემს თანაგუნდელებს, მათი ასაკის მიუხედავად".

"მონტელა? ჩვენ თავიდანვე ბევრი ვისაუბრეთ და ერთმანეთს კარგად გავუგეთ. ის არის დიდი პიროვნება და მწვრთნელი".

"აშშ-ს ტურნირი? ჩვენ შეხვედრა მოგვიწევს "ბაიერნთან", "ლივერპულთან" და "ჩელსისთან" - სამივე მატჩი ძალიან რთული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ თამაშები ამხანაგურია. თუმცა, გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ".

"მიზანი ახალ სეზონში? პირველი - ევროპაში დაბრუნება, რადგან "მილანისთვის" ევრო ტურნირის მიღმა ყოფნა ძალიან სამწუხაროა",
- დაასრულა დონარუმამ.скачать dle 11.3
  • ნახვები: 1 914/1
Skindori
Skindori 26 ივლისი 2016 23:33
Kargi bichi xar donaruma, warmatebebs gisurveb milantan ertad
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook