მონტელას პრესკონფერენცია "ბაიერნთან" მატჩამდე

image
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ "ბაიერნთან" მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

"ხვალინდელი მატჩი იქნება მნიშვნელოვანი გამოცდა ჩვენთვის. ვნახოთ, რა დონეზე ვართ. "ბორდოსთან" შეხვედრის შემდეგ 10 დღე გვქონდა მოსამზადებლად".

"ყველა მატჩში წინსვლაა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ძლიერია, სრული მონდომებით უნდა ვითამაშოთ და შეხვედრა ჩვენი კარნახით წავიყვანოთ".

"კლუბის გაყიდვა? მე მხოლოდ ჩემს სამუშაოზე ვფიქრობ. გალიანის ყოველდღე ვესაუბრები და დარწმუნებული ვარ, რომ ის მიიღებს "მილანისთვის" სასარგებლო გადაწყვეტილებას".

"ჯოვინკო? როგორც ფეხბურთელი, ის ყოველთვის მომწონდა. მინდა, მას ამერიკაში წარმატებები ვუსურვო. "MLS" სწრაფად ვითარდება. ეს ჩემპიონატი ყოველწელს უფრო მიმზიდველი ხდება".

"იგუაინის ტრანსფერი "იუვეში"? არგენტინელის სიძლიერეზე მისი სტატისტიკა მეტყველებს. ჩემი აზრით, ის მსოფლიოს საუკეთესო 3 თავდამსხმელს შორისაა",
- დაასრულა მონტელამ.скачать dle 11.3
  • ნახვები: 1 945/1
Skindori
Skindori 27 ივლისი 2016 19:38
Motxove transferebi mag grzu bebrebs, mag fexburtelebit fons ver gaxval
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook