"მილანის" გულშემატკივრები (ულტრასები)



იტალიაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში მილანური გრანდი გულშემატკივართა მრავალ რიცხოვნობით გამოირჩევა. "მილანის" ულტრასების რამდენიმე დაჯგუფება არსებობს, ესენია: Fossa dei Leoni, Commandos Tigre, Brigate Rossonere, Alternativa Rossonera, Gruppo Veleno, Guerrieri Ultras Curva Sud Milano.


Fossa dei Leoni

Fossa dei Leoni არის "მილანის" ულტრასების დაჯგუფება, რომელიც 1968 წელს შეიქმნა. რეალურად, იგი იყო ულტრასების პირველი ჯგუფი, რომელიც იტალიაში შეიქმნა.

როდესაც ჯგუფი ჩამოყალიბდა, მისი წევრები ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ, ისინი "სან სიროს" პოპულარულ მე-18 სექტორში იყრიდნენ თავს. მათგან თითოეულს "მილანის" ფორმა ეცვა და ჩანთას ატარებდა, რამდენიმე მათგანი კი გუნდის დროშას აფრიალებდა.

მათ მეტსახელი "სან სიროს" ძველი სახელწოდებიდან შეარჩიეს. გარდა ამისა, ჯგუფის ერთ-ერთ წევრს იდეა "სან სიროს" შესასვლელთან მდგარმა კურიერმა და ლომმა "შთააგონეს".

1972 წელს ისინი მე-18 სექტორზე ოფიციალურად გადავიდნენ. ამავე წელს შეიქმნა ჰიმნი იტალიურ ფილმ "L'armata Brancaleone"-სთვის. იმ დროს ულტრასების ბევრ იტალიურ დაჯგუფებას ახასიათებდა გარკვეული პოლიტიკური იდეებით ხელმძღვანელობა, Fossa dei Leoni ამაში ოდნავ განსხვავებული აღმოჩნდა, მათ აირჩიეს სტადიონის მარცხენა ფლანგი, სადაც მუდამ იყო ბანერი ჩე გევარას გამოსახულებით. ამის გამო მათ იტალიის პოლიციასთან პრობლემებიც კი შეექმნათ.

წლების განმავლობაში Fossa ბევრი იტალიური ულტრასული დაჯგუფებისთვის იყო მაგალითი და ეს 1982 წელს გადაღებულმა იტალიურმა ფილმმა "Eccezzziunale... veramente" დაამტკიცა. ამ ფილმში დიეგო აბატანტუონომ დაჯგუფების ლიდერის, დონატოს როლი შეასრულა.

38-წლიანი აქტიური საქმიანობის შემდეგ Fossa dei Leoni 2005 წლის 17 ნოემბერს ოფიციალურად დაიშალა. ამის მიზეზი კი 2005 წლის 29 ოქტომბერს "მილანი" - "იუვენტუსის" მატჩის დასრულების შემდეგ მოპარული ორი ბანერი გახდა. "მილანის" ულტრასებმა მათი დაბრუნება ძალისმიერი მეთოდებით სცადეს, ისინი თავს დაესხნენ "იუვეს" ქომაგებს, ამიტომ Fossa dei Leoni ლიდერებმა დაჯგუფების დაშლა გადაწყვიტეს, თუმცა ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ ეს ინციდენტი არაფერ შუაშია და Fossa dei Leoni ფინანსური პრობლემების გამო დაიშალა.

რამდენიმე მცდელობის შემდეგ Fossa dei Leoni 2005 წლის 31 დეკემბერს თავიდან დაიბადა, მაგრამ უკვე სხვა სახელით: "Guerrieri Ultras Curva Sud Milano".

Fossa dei Leoniჰიმნი: "Leoni armati stiam marciando siam la Fossa dei Leon...dei leon..leon..leon...leon...leon...siam la Fossa dei Leon! Sangue! Violenza! Fossa dei Leoni!"



Guerrieri Ultras Curva Sud Milano

Guerrieri Ultras Curva Sud Milano 2005 წლის 31 დეკემბერს Fossa dei Leoni-ს ულტრასული დაჯგუფების დაშლის შემდეგ დაარსდა. ეს ახალი დაჯგუფება თავისი წინამორბედის გზას წარმატებით მიყვებოდა და "მილანელების" გულებშიც ასევე წარმატებით შეაღწია და არ გავაზვიადებ თუ ვიტყვი, რომ დღემდე აღწევს. ეს კი ალბათ Guerrieri Ultras Curva Sud Milano-ის პოლიტიკამ განაპირობა, რომლის ლოზუნგიც შემდეგი იყო: "né rossi né neri, ma solo rossoneri" (არც წითელი, არც შავი, მაგრამ მხოლოდ შავ-წითელი).

დაჯგუფების შემოკლებული სახელია Curva Sud Milano და მათ დღემდე ასე მოიხსენიებენ. ამ მომენტისთვის ულტრასთა ეს კატეგორია ყველაზე აქტიურია, როგორც "სან-სიროზე", ისე ყველა სტადიონზე, სადაც კი "მილანი" თამაშობს.

Guerrieri Ultras Curva Sud Milano ჰიმნი: "Guerrieri Ultras siam. E dalla sud cantiam. E per il Milan sempre combatterem. Siam pronti a caricar. Per te sempre lottiam. La nostra fede mai morrà. Milan! Milan! Milan!"

ოფიციალური საიტი: Guerrieri Ultras Curva Sud Milano


Commandos Tigre

1967 წელს შეიქმნა Commandos Clan e Fedelissimi, ხოლო 1985 წელს მას გამოეყო ჯგუფი, რომელიც სტადიონის ჩრდილოეთით განლაგდა, ეს ჯგუფი იყო Commandos Tigre. ცოტა ხნის შემდეგ Commandos Tigre-მ გადაინაცვლა სამხრეთით, სადაც განლაგებულნი იყვნენ Fossa dei Leoni-ს და Brigate Rossonere-ს ულტრასები. 20 წლის განმავლობაში ტრიო: Commandos-Fossa-Brigate "სან სიროს" სამხრეთით იყო განლაგებული. ამ პერიოდში "მილანის" ულტრასების რიცხვი დაახლოებით 2000-ით გაიზარდა, ეს კაპელოს და საკის პერიოდია.

Commandos Tigre-ს სექციაში გაჩნდა ახალი დროშები და ბანერები ვეფხვისა და ჯვრების გამოსახულებით. 2008-09 წლების სეზონში, მათი 40 წლიანი იუბილიდან ძალიან მალე გაჩნდა კიდევ ერთი ფანატების ჯგუფი, რომელიც ასევე Commandos Tigre-ს შემადგენლობაში შედიოდა და მათ დაიკავეს სტადიონის ლურჯი სექტორი. დღეისთვის Commandos Tigre დაცულია და "სან სიროზე" მუდამ არის მათი ბანერები ვეფხვის გამოსახულებით.

Commandos Tigre-ს ჰიმნი: "Orgoglio e tradizione è questo il nostro motto / Commandos Tigre siamo veniamo da Milano / Tifiamo per il Milan il nostro grande amore / Ovunque lo seguiamo e speriam nel tricolore / Siam milanisti siam combattenti / Coi manganelli vi bastoniam / Commandos Tigre siam di Milano / Il nostro onore è la fedeltà... Tigre Tigre Tigre Commandos Tigre!"


Brigate Rossonere

Brigate Rossonere Fossa dei Leoni-ს ულტრასული დაჯგუფების შექმნიდან რამდენიმე წელიწადში, 1975 წელს შეიქმნა. უკვე 30 წელზე მეტია Brigate Rossonere არსებობს და "მილანს" ერთგულად უჭერს მხარს. მისი შექმნა 1975 წლის 19 ოქტომბერს, "მილანი" - "ბოლონიის" მატჩისას მოხდა.

დაჯგუფება ყოველთვის დაჰყვებოდა და დღემდე დაჰყვება გუნდს თამაშებზე, იქნება ეს ჩემპიონთა ლიგის, უეფას თასის, სერია ა-ს თუ რაიმე სხვა ტურნირის ეგიდით გამართული მატჩები. თუმცა 1995 წელს სამწუხარო შემთხვევა მოხდა, "ჯენოას" სტადიონ "Marassi"-ზე, "ჯენოა" - "მილანის" მატჩის მიმდინარეობისას Brigate Rossonere -ს ერთ-ერთმა წევრმა "ჯენოას" ახალგაზრდა გულშემატკივარი მუცლის არეში დანით დაჭრა, ჭრილობის შედეგად კი ახალგაზრდა გარდაიცვალა. ამ საქმის გამოძიების შემდეგ დაჯგუფებამ მცირე ხნით არსებობა შეწყვიტა, თუმცა 2005 წლის 19 ოქტომბერს, Brigate Rossonere -ის ულტრასებმა ჩემპიონთა ლიგის მატჩის "მილანი" - "პსვ"-ს დროს აღნიშნეს მათი შექმნიდან 30 წლის გასვლა. დღეს, მიუხედავად მათი სიმცირისა, ჯგუფის ლიდერებს კვლავ შეხვდებით Brigate Rossonere -ს ბანერებით "სან სიროს" სამხრეთ ნაწილში.

Brigate Rossonere -ს ჰიმნი: "Tifosi rossoneri / tifosi milanisti / teniamoci per mano / in questi giorni tristi / di nuovo giù al Marassi / di nuovo al Comunale / tifosi Rossoneri finite all'ospedale / sangue nei popolari / sangue giù nei distinti / le abbiamo prese / ma non siamo vinti / è ora di rifarci / è ora di lottare / per quel che abbiam subito / dobbiamo vendicare / spariamo giù al Marassi / spariamo al Comunale / adesso siete voi / che andate all' ospedale / spariamo negli stadi, dell' Italia intera / siamo della Brigata Rossonera... / Milan!!!...Milan!!!...Milan!!!"


Alternativa Rossonera

Alternativa Rossonera "სან სიროს" სამხრეთ ნაწლში განლაგებულ ულტრასთა დაჯგუფებათაგან ყველაზე ახალგაზრდაა, იგი 1994 წლის 6 ივლისს შეიქმნა და მსოფლიოს ულტრასების კრიზისის მიუხევადად ყოველ წელს უფრო და უფრო ვითარდება.

2004 წელს მათ დაარსებიდან ათი წლისთავი აღნიშნეს. 2008 წლის ნოემბერში დაჯგუფებას პრობლემები შეექმნა, რის გამოც "სან სიროს" სამრხეთ სექტორები დატოვა და 2009/10 წლების სეზონში სტადიონის მწვანე სექტორზე გადაინაცვლა. 2011 წლის მარტიდან კი სტადიონის მწვანე სექტორიდანაც გაქრა.

ულტრასთა ამ კლანის წევრები დანაწევრდნენ და სხვადასხვა დაჯგუფებებს შეუერთდდნენ. ყველაზე დიდი ნაწილი Curva Sud-ის ფანების სიაში ჩაეწერა.


Gruppo Veleno

Gruppo Veleno "მილანის" ულტრასთაგან ყველაზე ახალგაზრდაა. იგი 1999 წელს შეიქმნა და მათ წევრებს "სან-სიროს" ჩრდილოეთი მხარე უკავიათ.

ალბათ ასაკის გამო ეგ დაჯგუფება მრავალრიცხოვნობით არ გამოირჩევა და ამიტომ ამ ულტრასთა წევრები მუდამ Commandos Tigre-სთან ერთად იყვნენ სტადიონზე განლაგებულნი, ძირითადად ლურჯ სექტორებზე. თანდათან ეს ორი დაჯგუფება ერთმანეთს შეერწყა და ეს პროცესი დღემდე მიმდინარეობს.

----------------------------
მატჩის მილანელი
რაფაელ ლეაო
N
გუნდები
ქულა
მატჩი
1
ინტერი
72
27
2
იუვენტუსი
57
27
3
მილანი
56
27
4
ბოლონია
51
27
5
რომა
47
27
6
ატალანტა
46
27
7
ნაპოლი
44
28

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: ლეაო , ფლორენცი.
ტრავმირებული: პობეგა.

გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image